1783615921
უცხოეთი
ძლიერი ხანძარი ჩეხეთში - Bata-ს ყოფილი ქარხანა ხანძარმა გაანადგურა
ჩეხეთის ქალაქ ზლინში მდებარე Bata-ს ყოფილ ფეხსაცმლის ქარხნის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეცხრე სართულს მთლიანად მოედო. წერს „როიტერი“.
ხანძრის გამო მასშტაბური საგანგებო რეაგირება გამოცხადდა. ხანძრის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 30 სახანძრო მანქანა, დაახლოებით 300 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნა, ასევე, 1 ვერტმფრენი, რომელიც მონაწილეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.