Loading data...
დუდამ თავის მემკვიდრესთან შეხვედრაზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი განიხილა

პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 3 ივნისს თავის მემკვიდრე კაროლ ნავროცკისთან შეხვედრა გამართა. საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი იყო. ამის შესახებ დუდას ოფისის ხელმძღვანელმა მალგორზატა პაპროცკამ განაცხადა.

გარდა ამისა, პაპროცკას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ახალი პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაციის პოტენციურ შემადგენლობაზე.

„შეიცვლება თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია? - დღეს ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია. როგორია პრეზიდენტ დუდას პოზიცია? - ეს მრავალი წლის განმავლობაში თანმიმდევრული იყო, რომ უკრაინა უნდა მოძრაობდეს ნატოსკენ, ევროკავშირისკენ“, - აღნიშნა მან.

პოლონეთის სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურსა და მის მემკვიდრეს შორის საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ კაროლ ნავროცკიმ პლატფორმა X-ზე ანდჯეი დუდას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და პოსტს ერთობლივი ფოტოც დაურთო.

დუდამ ადრე განაცხადა, რომ ნავროცკისთან უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის განხილვას აპირებდა. მან ეს გადაწყვეტილება ნავროცკის გაცხადებული პოზიციის გამო მიიღო. კერძოდ, ახლად არჩეული პრეზიდენტი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.