Loading data...
დუბაიში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წყალდიდობას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა - The Guardian

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების თქმით, დუბაიში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობაა. როგორც The Guardian წერს, ძლიერმა წვიმებმა დაფარა ავტომაგისტრალები და ფრენები შეაფერხა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, წყალდიდობას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია 70 წლის კაცი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. 

არსებული ინფორმაციით, წყალდიდობამ დატბორა სახლები, სავაჭრო ცენტრები და მეტროს სადგურები. წყალმა დაფარა დუბაის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც, რის გამოც, რამდენიმე საათის განმავლობაში, ფრენები შეწყვეტილი იყო.