1749904957
უცხოეთი
დუბაის ერთ-ერთ ცათამბჯენში ხანძრის გამო მასშტაბური ევაკუაცია განხორციელდა

დუბაის ერთ-ერთი ცათამბჯენიდან, Tiger Tower-დან ხანძრის გამო 3820 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 67- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას russianemirates.com ავრცელებს.
ხანძარი ღამის საათებში გაჩნდა. მაშველებმა მისი ლოკალიზება მალევე მოახერხეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ხანძრის მიზეზი უცნობია. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო გამოძიებას ჩაატარებს.