1792234153
უცხოეთი
დრონების შეტევების გამო მოსკოვისა და რუსეთის კიდევ 8 ქალაქში აეროპორტები ამ მუშაობდა
დრონების იერიშების გამო მოსკოვის ოთხივე აეროპორტი დროებით არ ფუნქციონირებდა. შესაბამისი ინფორმაცია „როსავიაციამ“ გაავრცელა. საერთო ჯამში 350 რეისი გაუქმებული ან გადადებული იყო. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი რეისის გაუქმება შერემეტიევოს აეროპორტში მოხდა. ზოგიერთი ავიარეისი სხვა ქალაქებში იყო გადამისამართებული. ასე, მოსკოვის ნაცვლად 22 თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდში დაფრინდა. რამდენიმე თვითმფრინავი სანკტ-პეტერბურგსა და ყაზანში დაჯდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით. მოსკოვზე საჰაერო იერიშში 140 უკრაინული დრონი მონაწილეობდა.
მოსკოვის გარდა, შეფერხებები დაფიქსირდა კალუგის, სოჭის, იაროსლავლის, კოსტრომის, ჩერეპოვეცის, სარატოვის, პენზის და გელენჯიკის აეროპორტების მუშაობაში.