Loading data...
„დრო იწურება“ - ტრამპი ირანს აფრთხილებს - 48 საათი აქვს „შეთანხმების მისაღწევად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს აშშ-სთან შეთანხმების მისაღწევად ორი დღე აქვს დარჩენილი.

ტრამპმა გაიხსენა, რომ მანამდე ირანს 10 დღე მისცა „შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად“.

„გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების დასადებად ან ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება -  48 საათი დარჩა, ვიდრე ჯოჯოხეთი დაატყდებათ თავს.დიდება ღმერთს!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.