Loading data...
დონის როსტოვში დრონების იერიშის გამო, სულ მცირე, 7 კორპუსი დაზიანდა - რუსული მედია

დონის როსტოვის ცენტრში დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე შვიდი საცხოვრებელი შენობა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. 

  • წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 27 აგვისტოს ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის რეგიონების თავზე 26 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ინფორმაციისთვის, დონის როსტოვში დრონების იერიშის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.