1766034976
უცხოეთი
დონის როსტოვის პორტში უკრაინული დრონებით იერიშის შედეგად ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი - რუსული მხარე
უკრაინულმა დრონებმა დონის როსტოვში, პორტზე იერიში მიიტანეს.
როგორც დონის როსტოვის მერი ალექსანდრე სკრიაბინი ტელეგრამზე იტყობინება, უკრაინული დრონის დარტყმამ ტანკერზე ხანძარი გამოიწვია .
მისი თქმით, ტანკერი დასავლეთ ზონაში იყო გაჩერებული, სადაც ნავთობტერმინალი მდებარეობს.
„ნავთობის დაღვრის თავიდან აცილება მოხერხდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - აცხადებს მერი.
ინფორმაციისთვის, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დონის როსტოვში, პორტზე უკრაინული დრონების იერიშის შედეგად 2 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.