1769166262
უცხოეთი
დონეცკის ოლქში რუსული ძალების საჰაერო იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის ერთი ბავშვი
დონეცკის ოლქში რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ერთ-ერთი, 5 წლის ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.
გარდა დაღუპულებისა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქე.
როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, რუსულმა დრონებმა დონეცკის ოლქში სოფელ ჩერკასკში კერძო საცხოვრებელ ზონას შეუტიეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმის ადგილზე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოიყვანეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ხუთი დაშავებულიდან სამი ბავშვია.