1756361033
უცხოეთი
დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი მოკლეს, ხუთი კი დაჭრეს - უკრაინული მხარე

დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი მოკლეს, ხუთი კი დაჭრეს, - აღნიშნულის შესახებ დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი იტყობინება.
„27 აგვისტოს რუსებმა დონეცკის რეგიონში, კონსტანტინოვკაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ბოლო 24 საათში რეგიონში კიდევ 5 ადამიანი დაშავდა“, - აცხადებს ფილაშკინი.