1754473695
უცხოეთი
დონეცკის ოლქში რუსმა ჯარისკაცმა მშვიდობიან მოქალაქეს ევაკუაციის დროს ესროლა - უკრაინული მედია

დონეცკის რეგიონში რუსმა ჯარისკაცმა მშვიდობიანი მოქალაქე იმ დროს მოკლა, როდესაც ის ევაკუაციას ცდილობდა.
როგორც დონეცკის ოლქის პროკურატურა იტყობინება, პროკურორებმა რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულის გამოძიება დაიწყეს.
„ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კაცი დონეცკის ოლქიდან ევაკუაციას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ჯარისკაცმა დანგრეული შენობიდან მიზანმიმართულად გაუხსნა ცეცხლი.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს“, - წერს უკრაინული მედია.