Loading data...
დონეცკის ოლქში რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

რუსეთის ინტერნეტ-გამოცემის, News.ru-ს კორესპონდენტი ნიკიტა ციცაგი დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან დაიღუპა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ პრორუსმა ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, 29 წლის კორესპონდენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლში მოხვდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

News.ru-ს გარდა, ნიკიტა ციცაგი სააგენტო „ტასთან“, ასევე Lenta.ru-სთან და გამოცემა „ხოლოდთან“ თანამშრომლობდა.

მომხდარის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუს სამხედრო კორესპონდენტზე მიზანმიმართულად განხორციელდა უკრაინული დრონით შეტევა. ზახაროვას თქმით, 13 ივნისს ცეცხლის ქვეშ მოხვდა ტელეკომპანია „ნტვ“-ს გადამღები ჯგუფი, რის შედეგად დაიღუპა ოპერატორი ვალერი კოჟინი, ხოლო კორესპონდენტი ალექსეი ივლიევი მძიმედ დაიჭრა.