დონალდ ტუსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში ომი შეჩერდეს, თუმცა ეს რუსული საფრთხის გაქრობას არ ნიშნავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეჩერდება, თუმცა ეს რუსული საფრთხის გაქრობას არ ნიშნავს.
პოლონეთის ერთ-ერთი თავდაცვის საწარმოს მონახულებისას ტუსკმა რუსული საფრთხის კონტექსტში პოლონეთის არმიის შემდგომი მოდერნიზაციისა და გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ბევრი მინიშნება არსებობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში მაინც შეჩერდეს. თუმცა ეს ჩვენს სიტუაციას არანაირად არ ცვლის“, - განაცხადა ტუსკმა.
უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივები
29 ივლისს თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს და კრემლის ლიდერს 10-დღიან ვადას უწესებს.
„ათ დღეში ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და ა.შ. და არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, რადგან პუტინს აშკარად სურს ომის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და მეორად სანქციებს. შესაძლოა, ამან მათზე იმოქმედოს ან არ იმოქმედოს, მაგრამ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ტრამპმა.