Loading data...
დონალდ ტუსკი: ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმა გავლენას ახდენს მსოფლიოზე, ამ ახალ სიტუაციას უნდა შევეგუოთ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, 2026 წელი ძლიერი დარტყმით იწყება.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული დარტყმები მსოფლიოზე ახდენენ გავლენას.

„გლობალური მასშტაბით, ჩვენ გვაქვს ამერიკული ძალების თავდასხმა ვენესუელაზე, კარაკასზე, ამიტომ 2026 წელი მართლაც ძლიერი დარტყმით იწყება. ჯერ კიდევ იქნება დრო იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. დღევანდელ დროში ასეთი მასშტაბური მოვლენები, როგორიცაა ამერიკული ძალების დღევანდელი თავდასხმები, გავლენას ახდენს მსოფლიოზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და თავი ამ ახალ სიტუაციას შევაგუოთ“, – აცხადებს დონალდ ტუსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.