1771704550
უცხოეთი
დონალდ ტუსკი უნგრეთის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვაზე: გამოიცანით, ვის ახარებს ეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დაბლოკვაზე.
„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინისთვის ევროპული დახმარება დაბლოკა, კაჩინსკი კი ცდილობს თავდაცვისა და პოლონეთის სამხედრო მრეწველობისთვის განკუთვნილი დაფინანსება დაბლოკოს. გამოიცანით, ვის ახარებს ეს?“, - აცხადებს დონალდ ტუსკი.
Premier Orbán zablokował właśnie europejską pomoc dla Ukrainy, Kaczyński próbuje zablokować SAFE, czyli pieniądze na obronę i polski przemysł zbrojeniowy. Zgadnijcie, kto się cieszy.
— Donald Tusk (@donaldtusk) February 21, 2026
ინფორმაციისთვის, 21 თებერვალს უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაბლოკა.