1773925570
უცხოეთი
დონალდ ტუსკი: პოლონეთის ეკონომიკური მიღწევების შურთ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთის ეკონომიკური მიღწევები შურის საგანია როგორც ევროპელი პარტნიორებისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის.
დონალდ ტუსკი „ენბისის“ სტატიას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ პოლონეთის ეკონომიკამ შვეიცარიას გაუსწრო და ოფიციალურად გადააჭარბა ერთ ტრილიონ დოლარს, რითაც შევიდა იმ ქვეყნების ოცეულში, რომელთა ეკონომიკის მოცულობაც ერთ ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
„ახლახან წავიკითხე შესანიშნავი, სასიამოვნო სტატია ამერიკულ NBC-ზე, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდეგ პოლონეთის ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნების. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი შურთ როგორც ევროპელებს, ისე ამერიკელებსაც“, - განაცხადა ტუსკმა ვიდეოში.
O jak miło! pic.twitter.com/0LRY4mxeLh
— Donald Tusk (@donaldtusk) March 18, 2026