Loading data...
დონალდ ტუსკი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალურ კონფლიქტთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. 

ტუსკმა აღნიშნა, რომ ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება „რეგიონში სრულმასშტაბიანი ომისკენ მიემართება, რამაც შეიძლება მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ასე ახლოს არ ვყოფილვართ გლობალურ კონფლიქტთან“, - აღნიშნა ტუსკმა. 

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ევროპასა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ერთობლივი ძალებით შემდგომი შესაძლო ესკალაციის შესაჩერებლად.

ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.

თავდასხმიდან მეორე დღეს ირანმა საპასუხო იერიში მიიტანა ისრაელზე.