Loading data...
დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - პრეზიდენტები ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენციას მართავენ

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - ამჟამად, მიმდინარეობს ორი პრეზიდენტის ვიდეოკონფერენცია ევროპელ ლიდერებთან, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჯორჯია მელონი. ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი Rete4-ის გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას ავრცელებს.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-ის ინიციატივას. ახლა ვნახავთ, რა მოხდება - ყველაფერი პროცესშია. ვნახავთ, მიიღებს თუ არა პუტინი წინადადებებს. უსაფრთხოების საკითხი ფუნდამენტურია ჩვენთვის, ევროპელებისთვისაც. ევროპას მნიშვნელოვანი როლი აქვს სათამაშო: ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ აშშ-თან ერთად, რადგან შეგვიძლია ვიყოთ დიდი თანამოსაუბრე ომის ეპოქის დასასრულებლად“, - აცხადებს ტაიანი.