1788762090
უცხოეთი
დონალდ ტრამპს ნიუ-მექსიკოსთვის სახელის შეცვლა და „ახალი ამერიკის“ დარქმევა სურს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-მექსიკოს შტატისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ახალი ამერიკის“ დარქმევის ინიციატივით გამოდის.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ შტატი არჩევნების გაყალბების კუთხით გამოირჩევა, ახალი სახელწოდება კი ადგილობრივი მოსახლეობისთვის „უფრო პრესტიჟული და ლამაზი“ იქნება.
„ბევრი ადამიანი გვთავაზობდა ნიუ-მექსიკოს სახელის შეცვლას და მისთვის „ახალი ამერიკის“ დარქმევას. ეს ბევრად უფრო პრესტიჟული და ლამაზი სახელია ამ პოტენციურად საოცარი შტატის მოსახლეობისთვის. ვაუ, მე ეს ძალიან მომწონს“, – წერს ტრამპი.
პოსტს მან ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოც დაურთო, სადაც ნიუ-მექსიკო სწორედ „ახალი ამერიკის“ სახელწოდებით არის წარმოდგენილი.