Loading data...
დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის 300 Patriot-ის რაკეტის გადაცემაზე უარი თქვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების 300 რაკეტის მიწოდებაზე უარი განაცხადა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი The Atlantic-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების უკან აშშ-ის არმიის არსენალის სერიოზული დეფიციტი დგას. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, ირანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ამერიკული რაკეტების მარაგის ორ მესამედზე მეტი შეიწირა - ამჟამად ვაშინგტონს განკარგულებაში Patriot-ის მხოლოდ 759 თანამედროვე რაკეტა გააჩნია.

„ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა 300 ასეთი რაკეტის გადაცემა, რათა უკრაინას ისინი ამ ზამთარს გამოეყენებინა. ტრამპმა უარი თქვა. სანაცვლოდ, ამ თვის დასაწყისში ანკარაში ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებებისას, მან პირობა დადო, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების საკუთარი წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, თუმცა უკრაინა მათ დიდი მასშტაბით წარმოებას წლების განმავლობაში ვერ შეძლებს“,

შექმნილ კრიტიკულ ვითარებას უკრაინელი ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის სიღრმეში არსებულ ბალისტიკურ გამშვებებზე დარტყმის უფლებისა და შესაძლებლობის გარეშე, უკრაინას ამ ზამთრის გადარჩენის მკაფიო გეგმა უბრალოდ არ გააჩნია.