დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალ უფროსად სტივენ მილერი დანიშნა
შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხიდან რამდენიმე დღეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალ უფროსად სტივენ მილერი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მილერი თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის სიუზი უაილსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
მილერი, რომელიც ებრაელია, ყველაზე მეტად ცნობილია იმიგრაციის საკითხზე თავისი უკომპრომისო შეხედულებებით.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ბატონი სტივენ მილერი, ტრამპის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველი ორშაბათიდან, 2026 წლის 9 ნოემბრიდან, ადმინისტრაციის უფროსი გახდება. სიუზი უაილსი, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია, ტრამპის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება. მინდა, მადლობა გადავუხადო მას აპარატის უფროსის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის. მან შესანიშნავი საქმე გააკეთა!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.