დონალდ ტრამპმა შვეიცარიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ქვეყანას ტარიფები 39%-მდე გაუზარდა
„ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი უნდა გვქონდეს, მაგალითად, შვეიცარიაზე თუ ვისაუბრებთ, მე თუ ტარიფებს დავუწესებდი, ეს არც ისე კარგი იქნებოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპმა შვეიცარიისთვის დაწესებული ტარიფები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შვეიცარიის პრეზიდენტთან, კარინ კელერ-სუტერთან დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ, შვეიცარიულ იმპორტზე ტარიფები გაზარდა.
„ჩვენ ძალიან კარგ ქვეყანასთან, შვეიცარიასთან ინციდენტი გვქონდა. ჩვენ 42 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვქონდა და არაფერს ვიღებდით. მე ვუთხარი: „შეიძლება, პატარა ქვეყანა იყოთ, მაგრამ 42 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს”, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავდაპირველად შვეიცარიას 30%-იანი ტარიფი დაუწესა, ხოლო შვეიცარიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ 39%-მდე გაზარდა.
„მე ნამდვილად არ მომეწონა, თუ როგორ გველაპარაკა, ამიტომ, მისთვის შემცირების ნაცვლად, ტარიფი 39 პროცენტამდე გავზარდე“, – განაცხადა ტრამპმა.