Loading data...
დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამსახურის (PBS) და ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს (NPR) ფედერალური დაფინანსების დაბლოკვას ითვალისწინებს.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ტრამპმა თქვა, რომ ორივე ორგანიზაცია „პარტიული იყო და საინფორმაციოს მიკერძოებულად აშუქებდა.“  

ბრძანება საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის საბჭოს ავალებს, შეწყვიტოს პირდაპირი დაფინანსება კანონით დაშვებული მაქსიმალური ზომით.

როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, საინფორმაციო საშუალებების დაფინანსება არა მხოლოდ მოძველებული და არასაჭიროა, არამედ ხელს უშლის ჟურნალისტური დამოუკიდებლობის იერსახეს.