Loading data...
დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზისთვის წლიური მოსაკრებლის $100 ათასამდე გაზრდის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი

დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც სამუშაო ვიზისთვის წლიური მოსაკრებლის 100 ათას დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სწავლობენ საუკეთესო სასწავლებლებში, იღებენ საუკეთესო განათლებას, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება უწევთ - დარჩენა არ შეიძლება. ახლა კი კორპორაცია, როგორც ბეისბოლში ან ფეხბურთში, კონტრაქტისთვის ბონუსს მიიღებს. უმჯობესი იქნება, რომ მეტმა ამერიკელმა მიიღოს განათლება, რომ სამსახურებში შემდეგ ამერიკელები დასაქმდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.