Loading data...
დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, ჩინურ ბანკებს ირანთან ბიზნესის კეთების გამო სანქციები დაუწესოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, რადგან ვაშინგტონი თეირანის ეკონომიკურ დასჯაზეა ფოკუსირებული და იმ ქვეყნების დაჯარიმების პირობასაც დებს, რომლებსაც ისლამურ რესპუბლიკასთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ. 

„ჩვენ არ გვინდა მათთან საუბარი. ჩვენ არ გვსურს შეხვედრა, ან მსგავსი რამ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

როდესაც მას ჰკითხეს, დასჯის, თუ არა რუსეთს ირანთან ბიზნესის კეთების გაგრძელებისთვის, მან უპასუხა: „გააჩნია. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ რუსეთი საკმაოდ კარგად იქცეოდა, რაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოხდა და თქვენ უნდა გესმოდეთ: ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენც ვაკეთებთ. იცით, ვიღაცამ ჩინეთზე თქვა: რა შეგიძლიათ თქვათ ჩინეთზე? გვსმენია, რომ ისინი ჯაშუშობენ. ჩვენც ვუთვალთვალებთ მათ“.

კითხვას, დააწესებს, თუ არა სანქციებს ჩინურ ბანკებზე ირანთან საქმიანი ურთიერთობის გამო, ტრამპმა უპასუხა: „ვინ თქვა, რომ ამას არ გავაკეთებ? თქვენ არ იცით, ვაკეთებ თუ არა ამას... ვალდებული არ ვარ, ყველაფერი გამოვაცხადო, არა?“