Loading data...
დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ ახალ პაპად საკუთარ თავს აირჩევდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ ახალ პაპად საკუთარ თავს აირჩევდა.

კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის მოახლოებულ არჩევნებზე კომენტარის გაკეთებისას ტრამპმა უპასუხა: „პაპი? მე მინდა ვიყო პაპი. ეს იქნებოდა ჩემი პირველი არჩევანი“.

მოგვიანებით მან ნათლად განაცხადა, რომ ხუმრობდა, თუმცა ახსენა ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი.

„უნდა ვთქვა, რომ ნიუ-იორკიდან გვყავს კარდინალი, რომელიც  შეიძლება ძალიან კარგი არჩევანი იყოს. ვნახოთ, რა მოხდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.