Loading data...
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც აშშ-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ დაერქვა

კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც აშშ-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ დაერქვა. ამასთან, მან ორი ოკეანისთვის სახელის შეცვლის შესახებაც ისაუბრა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანება „დაუყოვნებლივ“ ამოქმედდება.

„ამერიკის ტბა — ეს არის ის, რაზეც უკვე დიდი ხანია, ვფიქრობდი... გვაქვს ყურე და ტბა. ახლა მხოლოდ ოკეანე გვჭირდება. ამიტომ შესაძლოა, ატლანტის, ან წყნარი ოკეანის სახელი შევცვალოთ. შესაძლოა, ორივე შევცვალოთ“, - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.

როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ არის ასე ორიენტირებული აშშ-ის მოკავშირე კანადისთვის ზიანის მიყენებაზე, ტრამპმა პასუხად ოტავა დაადანაშაულა.

„კანადელი ოფიციალური პირები ძალიან ცუდად გვექცეოდნენ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ კანადა „ვაჭრობის საკითხში ყველაზე ცუდი ქვეყანაა“.