Loading data...
დონალდ ტრამპმა ჯონ კოული ბელარუსში სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯონ კოული ბელარუსში სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ truthsocial-ზე წერს. 

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჯონ კოული ცნობილია, როგორც ერთ-ერთ შესანიშნავი იურისტი. 

„სიხარულით გაცნობებთ, რომ ჯონ კოული, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ შესანიშნავ იურისტად არის ცნობილი და რომლის გამარჯვებებს შორის იყო თამბაქოსთან დაკავშირებულ საქმეში პირველი მნიშვნელოვანი მოგება, ბელარუსში შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენლად არის წარდგენილი.

მან უკვე წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა 100 მძევლის გათავისუფლებაზე და კიდევ 50-ის გათავისუფლებას გეგმავს. წინასწარ მინდა, მადლობა გადავუხადო ბელარუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ამ ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მისი ყურადღებისთვის“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.