Loading data...
დონალდ ტრამპმა ერაყის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ აშშ-ის ძალები ერაყს 30 სექტემბრამდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ძალები ერაყს დატოვებენ, რადგან „ვფიქრობთ, რომ იქ ჯარი აღარ გვჭირდება“.

„რაც გვაქვს, არის ის, რომ ნავთობკომპანიები უკვე შედიან (ერაყში) და ისინი ერაყთან პარტნიორობას ამყარებენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ალ-ზაიდისთან შეხვედრისას.

მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალების ერაყიდან გასვლა 30 სექტემბრისთვის სრულად დასრულდება.