Loading data...
დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს

„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების გზები განიხილეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Sky News-ი გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის სპიკერის შტეფან კორნელიუსის განცხადებით, „კანცლერმა და პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასასრულებლად გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განიხილეს“.

ამასთან, მედიის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის მიერ ფართომასშტაბიანი სანქციების კანონპროექტის მიღება მიულოცა.

კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინაში ომისა და „კონტინენტის თავისუფლებისა და მშვიდობის დაცვის“ თვალსაზრისით, შესაძლოა, ყველაზე გადამწყვეტი კვირების ან თვეების წინაშე დგას.