1746424524
უცხოეთი
დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის გახსნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა.
„აღადგინეთ და გახსენით ალკატრასი! წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, უყოყმანოდ ვაპატიმრებდით ყველაზე საშიშ დამნაშავეებს და შორს გვყავდნენ ისინი მათგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ. ვაძლევ მითითებას ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-თან და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი. ალკატრასის, კვლავ, გახსნა გახდება კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლო. ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, - წერს დონალდ ტრამპი.