დონალდ ტრამპის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი გარდაცვლილია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი გარდაცვლილია.
„არა მგონია, რომ ის მკვდარი იყოს. ის ძალიან მძიმედ დაიჭრა. სხეულის მარცხენა მხარე, ხელი, ფეხი, ყველაფერი. ის ძალიან მძიმედ დაიჭრა. მაგრამ, არ მგონია, რომ მკვდარი იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ ხამენეი გარდაცვლილია, ირანელი ოფიციალური პირები ინარჩუნებენ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ ის ცოცხალია. ტრამპის თქმით, ისინი განაგრძობენ მასთან კონსულტაციებს და მნიშვნელოვან საკითხებზე მისგან „საბოლოო კურთხევას“ ითხოვენ. მან ასევე დასძინა, რომ ირანელი მომლაპარაკებლები „არ წარმოადგენენ ყველაზე პატიოსან ჯგუფს“და მიანიშნა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
ომში გამარჯვების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა განაცხადა: „ჩვენი ფინანსური სიმძლავრე წარმოუდგენელია და ეს ყოველივე ძალიან დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.