Loading data...
დონალდ ტრამპის თქმით, ტაილანდისა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სროლას შეწყვეტენ და თავდაპირველ სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე შეთანხმდნენ.

„დღეს დილით ძალიან კარგი საუბარი მქონდა ტაილანდის პრემიერ-მინისტრ ანუტინ ჩარნვირაკულთან და კამბოჯის პრემიერ-მინისტრ ჰუნ მანეტთან მათი ხანგრძლივი ომის ძალიან სამწუხარო განახლებასთან დაკავშირებით. ისინი შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოდან შეწყვეტენ სროლას და დაუბრუნდებიან თავდაპირველ სამშვიდობო შეთანხმებას“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბომბის აფეთქება, რომელსაც ტაილანდელი სამხედროების სიცოცხლე შეეწირა შემთხვევითი იყო და ტაილანდმა ამ შემთხვევას მკაცრად უპასუხა.

„ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გასაგრძელებლად. ჩემთვის პატივია, ვიმუშაო ანუტინთან და ჰუნთან იმის გადაწყვეტაზე, რაც შეიძლებოდა, გადაზრდილიყო დიდ ომად ორ შესანიშნავ და აყვავებულ ქვეყანას შორის“, - წერს ტრამპი.