Loading data...
დონალდ ტრამპის თქმით, მან ისრაელს მოუწოდა, „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დათანხმებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ესაუბრა ისრაელის მხარეს და მოუწოდა, „ჰეზბოლასთან“ განახლებულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმებოდა.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, ესაუბრა თუ არა პირდაპირ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.

„ეს დადებითია. ეს ნამცხვარზე პატარა ნაყინია“, - დასძინა მან, რითაც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიანიშნა. 

ტრამპმა ასევე ისაუბრა ნეთანიაჰუსთან ურთიერთობაზე.

„ბიბისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. უბრალოდ ხანდახან უნდა დამშვიდდე და გონიერება გამოიჩინო“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის განახლებაზე შეთანხმდნენ, განუცხადა CNN-ს სიტუაციის შესახებ ინფორმირებულმა რამდენიმე წყარომ.