1773951828
უცხოეთი
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ირანში სახმელეთო ჯარების განლაგებას არ გეგმავს
„აშშ ირანში სახმელეთო ჯარების განლაგებას არ გეგმავს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„არა, მე არსად ვგზავნი ჯარებს. რომც ვგზავნიდე, ნამდვილად არ გეტყოდით, მაგრამ ჯარებს არ ვგზავნი“, - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის განლაგებას განიხილავდა.
მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ „სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „გონივრულად ინახავს ყველა ვარიანტს მის განკარგულებაში“.