Loading data...
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნის შესახებ, კალიფორნიის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა - BBC

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნის შესახებ კალიფორნიის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC იუწყება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნის შესახებ განკარგულება ქალაქში იმიგრანტების წინააღმდეგ გამართული რეიდების გასაპროტესტებლად გამართული აქციების საპასუხოდ გასცა. კალიფორნიის გუბერნატორი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიოდა.

კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დონალდ ტრამპის განკარგულება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც არ აძლევს უფლებას ფედერალურ მთავრობას, გამოიყენოს სამხედრო ძალები შიდა საკითხებთან დაკავშირებით.

მოსამართლემ პრეზიდენტის განკარგულება 12 სექტემბრამდე შეაჩერა. ტრამპი, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.