1773088255
უცხოეთი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას განიხილავს - Reuters
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, რათა ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის შეჩერებას. ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა გაართულოს აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვისთვის უკრაინაში ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავლების შეზღუდვას“, - აღნიშნულია Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.