Loading data...
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 60 ქვეყანას ახალ გლობალურ ტარიფებს დაუწესებს

შეერთებული შტატები დღეს, 24 ივლისს, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმეტესობის იმპორტზე ახალ ტარიფებს დააწესებს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია 60 ქვეყნიდან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან, იმპორტირებულ საქონელზე 10%-იან და 12.5%-იან ტარიფებს დააწესებს. ახალი ზომები იძულებითი შრომით წარმოებული საქონლის იმპორტის აკრძალვის არასაკმარისი აღსრულების ბრალდებების გამო შემოიღეს.

„შეერთებულ შტატებს იძულებითი შრომის იმპორტის აკრძალვა თითქმის ერთი საუკუნეა, აქვს დაწესებული და მკაცრად იცავს მას; დიდი ხანია, რაც ჩვენს სავაჭრო პარტნიორებსაც იგივე უნდა გაეკეთებინათ“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა.

„დღევანდელი ზომა დაიწყებს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სავაჭრო პრაქტიკის გამოსწორებას, რათა გაუმჯობესდეს მუშაკთა კეთილდღეობა ყველგან“, - დასძინა მან.

ახალი გადასახადები 24 ივლისს ამოქმედდება, როდესაც 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფის ვადა ამოიწურება.

რომელ ქვეყნებსა და საქონელზე იმოქმედებს ტრამპის ახალი ტარიფები?

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ:

🔴 ქვეყნების უმეტესობას, მათ შორის ჩინეთსა და იაპონიას, 12.5%-იან ტარიფი დაუწესდება;

🔴 იძულებითი შრომის გარკვეული აკრძალვების მქონე ქვეყნები, მათ შორის კანადა და გაერთიანებული სამეფო, შედარებით დაბალ, 10%-იანი ტარიფს დაექვემდებარებიან;

🔴 ისეთი საქონელი, რომელიც ისედაც სექტორული ტარიფების ქვეშაა, მაგალითად, ფოლადი და ალუმინი, გათავისუფლდება გადასახადისგან;

🔴 ტარიფებისგან ასევე გათავისუფლებული იქნება აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმებით იმპორტირებული საქონელი.