Loading data...
დონალდ ტრამპი: „Wall Street Journal“-ს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით

„Wall Street Journal“-ს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით პოსტით დონალდ ტრამპი მასთან დაკავშირებით „უოლ სთრით ჯორნალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. გამოცემა წერდა, რომ დონალდ ტრამპს ირანზე დარტყმის გეგმა დამტკიცებული აქვს, თუმცა ჯერ განკარგულება არ გაუცია.