დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

„ჩვენ, უკვე, დავასრულეთ სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმება. ის სრულად რატიფიცირებულია და დამტკიცებული უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რასაც ძალიან ვაფასებთ,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ „უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, მოგვიანებით, გაესაუბრება.“
როგორც UNIAN იტყობინება, შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს უკრაინის აღსადგენად ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნას, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ-ს, შეთანხმების შესაბამისად, გარკვეული პრივილეგიები ენიჭება უკრაინის მინერალურ რესურსზე წვდომასთან დაკავშირებით.
ამ ფაქტით, ამერიკელი ლიდერი ძალიან კმაყოფილია. „ახლა, უკვე, ჩვენ წვდომა გვაქვს ძალიან, ძალიან მაღალი ხარისხის, იშვიათი მინერალების უზარმაზარ რაოდენობაზე,“ - აღნიშნავს ტრამპი.