დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეულ „დეტალებს“ გამოაქვეყნებს.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ მან უკრაინას რუსეთზე დარტყმების გამო სირცხვილი უწოდა, და ჰკითხა: „თქვენ გსურთ, რომ ზელენსკი წავიდეს. დაგავიწყდათ, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“ ტრამპმა კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ დეტალები მისთვის ცნობილია, რომელთაც მომავალში გამოაქვეყნებს.
„მე ერთის გარდა არაფერი მაინტერესებს: მინდა, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდეს. საშუალოდ, თვეში 25 000 ჯარისკაცი იღუპება. გასულ თვეში 32 000 დაიღუპა. ვფიქრობ, ორივე ლიდერსაც, რომლებთანაც ვსაუბრობ, სურს ომის დასრულება და ვფიქრობ, ის დასრულდება. სხვა არაფერი მადარდებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.