დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან შესანიშნავი საუბარი მქონდა, მას შეთანხმების მიღწევა სურს და თუ ზელენსკისაც სურს, ძალიან კარგი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან „შესანიშნავი“ საუბარი ჰქონდა და რომ რუსეთის ლიდერს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა სურს.
„ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის შემაფერხებელი მიზეზი, ტრამპმა უპასუხა: „შემაფერხებელი მიზეზი ის ორად ორი ადამიანია, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ“.
"Can you tell us about your conversation with President Putin?"@POTUS: "We had a great conversation. He is wanting to make a deal — and if Zelensky is wanting to make a deal, that'd be very nice."
— Rapid Response 47 (@RapidResponse47) September 9, 2026
"What is the holdup?"@POTUS: "The holdup is two people that hate each other." pic.twitter.com/w75FcWAPLW