Loading data...
დონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს

„ვლადიმერ პუტინს ვეტყვი, რომ ომი უნდა დაასრულოს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა

„მე ვაპირებ ვლადიმერ პუტინთან საუბარს და ვეტყვი: „ეს ომი უნდა დაასრულო, უნდა შეაჩერო“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან, ასევე, „პატივისცემის ნიშანი“ უწოდა პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმებოდა ტრამპთან ალასკაში შეხვედრას,.

ამავდროულად, ტრამპმა განმარტა, რომ პუტინთან შეხვედრისთანავე დაურეკავს ევროპელ ლიდერებს, რომლებთანაც „კარგი ურთიერთობა“ აქვს.

„მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. თუ ეს სამართლიანი შეთანხმება იქნება, ამის შესახებ დავურეკავ ევროკავშირის ლიდერებს, ნატოს ლიდერებს და ასევე, პრეზიდენტ ზელენსკის. ვფიქრობ, პატივისცემის გამო, ჯერ მას დავურეკავ და შემდეგ მათ“, - დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.

ტრამპმა, ასევე, განაცხადა, რომ „უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად“, უკრაინელების 88%-ს სამშვიდობო შეთანხმების ნახვა სურს.