დონალდ ტრამპი: ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო?
ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ პატიოსანი იყო? როგორ შეიძლება, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ასე მცდარი იყოს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 3 ნოემბერს ქვეყანაში გამართული შუალედური არჩევნების შედეგებს ეხმაურება.
ტრამპის თქმით, შუალედური არჩევნებისას ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩევლებზე უფრო მნიშვნელოვანი ხმის მიცემის აპარატები იყო.
„ადრეული ხმის მიცემისას ზოგიერთი „ჩაყრა“ იმდენად მასშტაბური იყო, რომ მოგება შეუძლებელი იყო. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ბევრმა მისცა ხმა. საქმე ხმის მიცემის აპარატებშია, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამომრჩეველი“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, რესპუბლიკელებმა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს.