Loading data...
დონალდ ტრამპი: თეთრი სახლი თავისუფალ პრესაზე თავდასხმას არ ახორციელებს, ის ებრძვის ყალბ ამბებს, რომელიც აშშ-ს სიმსივნესავით მოედო

„თეთრი სახლი თავისუფალ პრესაზე თავდასხმას არ ახორციელებს, ეს არის ის, რასაც მე ვაფასებ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თეთრი სახლი ებრძვის „ყალბ ამბებს“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს „სიმსივნესავით მოედო“.

„თეთრი სახლი არ ესხმის თავს თავისუფალ პრესას, მე მას ძალიან ვაფასებ. ეს არის თავდასხმა ყალბ ახალ ამბებზე, რომლებიც სიმსივნესავით მოედო ჩვენს საყვარელ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უკონტროლო მოვლენა. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და უნდა შეჩერდეს, ახლავე!“, - დაწერა ტრამპმა.