დონალდ ტრამპი: ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც ამას არ საჭიროებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მოულოდნელი გადაწყვეტილება სატარიფო გეგმის გაუქმების შესახებ „გულიდან მომდინარეობდა“ და იურისტებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.
მისი თქმით, ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ფიქრობდა.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე. ვსაუბრობდი სკოტთან, ჰოვარდთან და სხვა ადამიანებთან, რომლებიც ძალიან პროფესიონალები არიან. და ვფიქრობ, ეს, ალბათ, დილით ჩამოყალიბდა. უბრალოდ დავწერე. ეს დაიწერა გულიდან. არ გვინდა დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება. გვინდა, სწორად მივუდგეთ.
გვინდა, ვიზრუნოთ მათზე, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზეც. მაგრამ ეს იყო რაღაც, რაზედაც ნამდვილად ვსაუბრობდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, და გადავწყვიტეთ გადაგვედგა ნაბიჯი. მათ გააკეთეს ეს დღეს და კმაყოფილები ვართ ამით. არ ვიცოდი, თუ ასეთი გავლენა ექნებოდა, მაგრამ, იცით, ეს არის საფონდო ბაზრის ისტორიაში უდიდესი ზრდა. ეს საკმაოდ კარგია“, - აღნიშნა ტრამპმა.