Loading data...
დონალდ ტრამპი: სირიას, შესაძლოა, სანქციები შეუმსუბუქდეს

ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „შესაძლოა, სირიას სანქციები შეუმსუბუქოს“.

„ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, სანქციებთან დაკავშირებით. მათი შემსუბუქება, დიდი ალბათობით, კარგი დასაწყისი იქნება ორივე ქვეყნისთვის“, - ამბობს დონალდ ტრამპი. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „ამერიკას უნდა ახალი შესაძლებლობა მისცეს სირიას“.

შეგახსენებთ, რომ სირიის ეკონომიკა, სანქციების გამო, მნიშვნელოვნად დაზარალდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 2010 წლიდან 2020 წლამდე, თითქმის, განახევრდა.