1790169211
უცხოეთი
დონალდ ტრამპი სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვდება
„შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს, პატივისცემის სადემონსტრაციოდ აეროპორტში დახვდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სი ძინპინი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით დღეს, 23 სექტემბერს ჩავა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ოფიციალური დახვედრის პროტოკოლს, 60 წლის განმავლობაში პირველად დაარღვევს. ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერს ასაფრენ ბილიკზე 1962 წელს დახვდა, როდესაც ჯონ კენედიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო.
მედია აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში ტრადიციული შეხვედრის ნაცვლად ავიაბაზაზე დახვედრა ხაზს უსვამს ტრამპის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩინეთის ლიდერის მიმართ.