1793776532
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: შუალედურ არჩევნებში წაგება ჩემთვის დარტყმა არ არის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების მიერ შუალედურ არჩევნებში განცდილი მარცხი მისთვის „დარტყმა არ არის“.
„მაგრამ მე ამას ჩემს თავზე დარტყმად არ მივიჩნევ. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი ორი წელი ეკონომიკის თვალსაზრისით, ყველა იმ საქმის გათვალისწინებით, რაც გავაკეთეთ“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ს პირდაპირი სატელეფონო ინტერვიუს დროს.
კითხვაზე, თუ რა იქნებოდა მისი საბოლოო გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, პრეზიდენტმა მოწინააღმდეგე პარტიას გამარჯვება მიულოცა.
„მინდა ვთქვა: ვულოცავ დემოკრატებს. მათ კარგი სამუშაო გასწიეს. ისინი ამ გამარჯვებას 11 წლის განმავლობაში ელოდნენ და საბოლოოდ მიაღწიეს მიზანს“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.