1781699329
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: შეთანხმება „ძალიან ძლიერია“ და დეტალების შესახებ მალე გახდება ცნობილი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა და აღნიშნა, რომ ირანი შეთანხმებას ხელს თუ არ მოაწერს, იერიშები გაგრძელდება.
„ეს არის ურთიერთგაგების მემორანდუმი. თუ მე არ მომწონს, ჩვენ დავუბრუნდებით მათზე იერიშებს და ბომბების ჩამოყრას“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, თეირანთან დაკავშირებით შეთანხმება „ძალიან ძლიერია“ და მისი დეტალების შესახებ მალე გახდება ცნობილი.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.